5 სახლი დაინგრა, ევაკუირებულია 38 ოჯახი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს — Cnoba

Alia სიახლე 12 Mar 2026, 06:33

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ავეცელებს. „დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და […] The post 5 სახლი დაინგრა, ევაკუირებულია 38 ოჯახი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს appeared first on .

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ავეცელებს.

„დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:599273250574228102.

The post 5 სახლი დაინგრა, ევაკუირებულია 38 ოჯახი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს appeared first on .


რელევანტური