მეწყერმა 5 სახლი დაანგრია — Cnoba

GuriaNews სიახლე 12 Mar 2026, 08:04

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა,_ ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. “დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის […] The post მეწყერმა 5 სახლი დაანგრია appeared first on გურია ნიუსი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა,_ ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური”,_ აცხადებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

The post მეწყერმა 5 სახლი დაანგრია appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური