ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს ეხმაურება:
,,ბ–ნი ბიძინა ჰააგის სასამართლოს “პასაჟირი“ ხდება. დაიდო ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელიც საჯაროდ მალე გამოქვეყნდება. 192 გვერდიან დასკვნაში ბევრ დეტალზეა საუბარი და ფაქტიურად ქოცების განაჩენია. ახლა პროპაგანდა ჩაუჯდება და შეეცდება მოძებნოს რამდენიმე წინადადება, რომელსაც გამოიყენებენ იმის ასახსნელად საკუთარი მხარდამჭერებისთვის, რომ აი დიფსთეითი როგორ გვიპირისპირდება და მაგათ ჩვენ არ დავნებდებით, თუმცა, ამაოა ყველაფერი. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ ანგარიშიდან, რომელიც ივანიშვილის პირდაპირი განაჩენია.
ანგარიშში წერია:
„რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაცემა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ჰააგის სასამართლო), იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაჰუმანური ქმედებების მზარდი მაგალითები.“
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.
The post ,,ბ–ნი ბიძინა ჰააგის სასამართლოს “პასაჟირი“ ხდება“ – ნინო ჯანგირაშვილი appeared first on .