ჰააგის სასამართლოში ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო — Cnoba
ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ბელარუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნას ეხება. ბელარუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, მაგრამ საჩივარი შეიტანა ლიეტუვამ, რომელსაც რომის სტატუტი რატიფიცირებული აქვს. საჩივარში საუბარია ბელარუსიდან ლუკაშენკოს ოპონენტების დეპორტაციაზე. ბელარუსის ხელისუფლებამ არაერთი ოპონენტი მეზობელ ლიეტუვაში გააძევა. ICC-ის პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმა ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი სვიატლანა ციხანოუსკაია. მისი განცხადებით, ასეულობით ათასი ბელარუსელი დაზარალდა და ისევ ზარალდება რეჟიმის მოქმედებების გამო და ლუკაშენკოს პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ბელარუსის მეზობლებსაც. The post ჰააგის სასამართლოში ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.