„ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე მესაუბრა“ – ფაშინიანი — Cnoba
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის გაყინულ დიალოგზე ესაუბრა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 12 მარტს მედიას განუცხადა. ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, იყო თუ არა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტში მისი განცხადება დაკავშირებული მის ბოლო ვიზიტთან თბილისში და იყო თუ არა ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება, რომ ეს საკითხი ევროპელი პარტნიორების წინაშე დაეყენებინა. „ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომლის გარშემოც ვმუშაობთ. ჩემი წუხილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმიტომ გავაჟღერე, რომ ჩვენ მართლაც შეშფოთებულნი ვართ იმ ვითარებით, რაც… The post „ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე მესაუბრა“ – ფაშინიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.