სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მას საქართველოს მხრიდან არავითარი თხოვნა და მოწოდება არ მიუღია, ევროპარლამენტში მის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
ერევანში მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანს ჰკითხეს, იყო თუ არა ქართული მხრიდან თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა?
რაზეც მან უპასუხა, რომ “ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.
The post ფაშინიანის თქმით, საქართველოს მხარეს არ მოუთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე ესაუბრა appeared first on .