რა დაგიჯდებათ 6+ წლოვანების მანქანის შემოყვანა კობახიძის გადაწყვეტილებით? ,,ტაბულა” განბაჟების ფასებს აქვეყნებს.
კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი – 1 კუბზე 4.5 ლარის ოდენობით. აქამდე, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო, შემდეგ 10-30 თეთრით იზრდებოდა წლების მიხედვით, მაქსიმალურ 2.4 ლარამდე. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.
კობახიძის დაანონსებული ცვლილებით, 6+ წლოვანების მანქანების შემოყვანა 2-5-ჯერ იზრდება. გადასახადი დამოკიდებულია ძრავის სიდიდეზე. მაგალითად, 1.5-ძრავიანი მანქანის შემოყვანა 6 750 ლარი დაგიჯდებათ (1500 X 4.5), 2.0-იანის 9 000 ლარი, ხოლო 3.0-იანის (მაგალითად, ჯიპი) – 13 500 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ექვს წლამდე მანქანების შემოყვანა 1 კუბურ სანტიმეტრზე 1-1.5 ლარი ჯდება.
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება – კობახიძე
The post რა დაგიჯდებათ 6+ წლოვანების მანქანის შემოყვანა კობახიძის გადაწყვეტილებით? – ფასები appeared first on .