ირაკლი კობახიძე: შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი — Cnoba

News.ge სიახლე 12 Mar 2026, 10:25

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული. შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ […]

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული. შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო.”  – თქვა ირაკლი კობახიძემ
🔴 12 თებერვალს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა იკრძალებოდა.

რელევანტური