6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება – კობახიძე — Cnoba

Alia სიახლე 12 Mar 2026, 10:34

ირაკლი კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების აკრძალვა გადავადდა: „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტირებები შემოვიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული. შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან […] The post 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება – კობახიძე appeared first on .

ირაკლი კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების აკრძალვა გადავადდა:

„ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტირებები შემოვიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული. შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავეზე”, – განაცხადა კობახიძემ.

The post 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება – კობახიძე appeared first on .


რელევანტური