“ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატებია”- გამოძიება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 11 Mar 2026, 16:46

მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატებია. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 28 თებერვალს, დაწყებითი სკოლის შენობაზე განხორციელებული დარტყმა აშშ-ის სამხედროების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი იყო. წინასწარი გამოძიების თანახმად, აშშ-ის სამხედროები დარტყმებს ახორციელებდნენ მიმდებარე ირანულ სამხედრო ბაზაზე, რომლის ნაწილიც ადრე სკოლის შენობა იყო. ცნობისთვის, სამხრეთ ირანში, ქალაქ მინაბში, გოგონების სკოლას შაბათს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების პირველ დღეს დაარტყეს. ირანის სახელმწიფო მედიისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, თავდასხმას 175 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ბავშვები იყვნენ. ‎ The post “ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატებია”- გამოძიება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური