გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებას მოითხოვს — Cnoba
გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის. შესაბამის ინფორმაციას, „როიტერი“ ავრცელებს. „უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი თავდასხმის გარემოებების დასადგენად დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდასხმაში ჩართულ ძალებს ეკისრებათ. ეს აბსოლუტური საშინელებაა“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ასახავს ნგრევის, სასოწარკვეთისა და ამ კონფლიქტის სისასტიკის არსს. სკოლის დაბომბვის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა. The post გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებას მოითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.