,,ნორვეგიის მიერ რუსული გემის დაკავება მეკობრეობაა” – მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნორვეგიის მიერ რუსული გემის დაკავება მეკობრეობას წარმოადგენს. „უკეთესი სიტყვა იქნებოდა მოიტაცა და არა დააკავა. ახლა ჩვენ საერთო სურათს ვხედავთ იმისა, თუ რაც ხდება. დასავლეთმა მეკობრეობა ლეგალური გახადა. მე ვიტყოდი, რომ მეკობრეობის ფარდა ჩამოიხსნა. მსგავსი რამ ცივი ომის პერიოდშიც არ ყოფილა. დასავლეთმა „ჯეკ ბეღურა“ თანამედროვეობის საკუთარ სიმბოლოდ აქცია“, – განაცხადა ზახაროვამ. ნორვეგიის სამართალდამცავებმა უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე რუსული გემი „პროფესორ მოლჩანოვი“ დააკავეს, რომელიც კომერციული საექსპედიციო კრუიზებისთვის გამოიყენება. The post ,,ნორვეგიის მიერ რუსული გემის დაკავება მეკობრეობაა” – მარია ზახაროვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →