სიახლე

,,უკრაინის მიმართ მხარდაჭერა 2027 წელსაც გაგრძელდება” – ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი

მედიაცენტრი

,,უკრაინის მიმართ ნორვეგიის მხარდაჭერა 2027 წელსაც გაგრძელდება”, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ კიევში, უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ნორვეგიის მხარდაჭერა გაგრძელდება. ამას პარლამენტში ყველა პარტია მხარს უჭერს. 2027 წელს დახმარების იმავე დონეს შევინარჩუნებთ, რაც წელს გვქონდა. ეს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარია. ეს მხარდაჭერა ფართომასშტაბიანია და სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ სფეროებს მოიცავს. მხარდაჭერა უკრაინის პრიორიტეტებს პასუხობს“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციასაც ნიშნავს. The post ,,უკრაინის მიმართ მხარდაჭერა 2027 წელსაც გაგრძელდება” – ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი