საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება — Cnoba

Alia სიახლე 27 Feb 2026, 10:43

საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება. ახალგაზრდა მოთხილამურეები ძალებს სლალომსა და გიგანტურ სლალომში მოსინჯავენ. შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრები მონაწილეობენ. პრიზიორები სამ ასაკობრ ჯგუფში გამოვლინდებიან. 2026 წლის სპორტული სეზონი ზამთრის ყველა კურორტზე ტარდება, რაშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართულები. ღონისძიებები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) […] The post საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება appeared first on .

საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება. ახალგაზრდა მოთხილამურეები ძალებს სლალომსა და გიგანტურ სლალომში მოსინჯავენ. შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრები მონაწილეობენ. პრიზიორები სამ ასაკობრ ჯგუფში გამოვლინდებიან.

2026 წლის სპორტული სეზონი ზამთრის ყველა კურორტზე ტარდება, რაშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართულები. ღონისძიებები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. რეგიონული ეტაპების ჩატარების შემდეგ, გამორჩეული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას ხელს უწყობს სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერა. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარებას გულშემატკივრობს.

(R)

The post საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება appeared first on .


რელევანტური