შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა — Cnoba

საზმაუ სიახლე 01 Jan 2026, 08:21

შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება. აფეთქება ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ადამიანები ახალ წელს აღნიშნავდნენ. დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი. როგორც მედია იუწყება, აფეთქების დროს ბარში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შვეიცარიული მედია წერს, რომ […] The post შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on 1TV.

შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.

ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.

აფეთქება ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ადამიანები ახალ წელს აღნიშნავდნენ.

დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი.

როგორც მედია იუწყება, აფეთქების დროს ბარში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

შვეიცარიული მედია წერს, რომ აფეთქება შესაძლოა, პიროტექნიკამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

ადგილზე მობილიზებულია სამძებრო-სამაშველო ჯგუფები.

The post შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on 1TV.


რელევანტური