სააგენტო "პარალელი"
“ორი ქოცარხის სანქცირების ამბავზე ყველამ ყველაფერი იცის, ამიტომ ძალიან მოკლედ მინდა ერთ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება” – პეტრე ცისკარიშვილი
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირების გამო, დიდი ბრიტანეთის მიმართ, “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან გამოთქმულ მწვავე კრიტიკას, კონკრეტული შეფასება-განმარტებებით, ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი:
“ორი ქოცარხის სანქცირების ამბავზე ყველამ ყველაფერი იცის, ამიტომ ძალიან მოკლედ მინდა ერთ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება.
ყველა ქოცი სპიკერი დაირაზმა და გაერთიანებულ სამეფოს ლანძღავს, როგორ თუ თავისუფალ მედიას დაადეს სანქციებიო.
მართლა თავისუფალი და პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელიც რომ ყოფილიყვნენ ასეთი დეზინფორმაციის, პრორუსული ნარატივის მატარებელი მაუწყებლები, თავისუფალი სამყაროს რუსეთის ბნელ ძალასთან და მის სატელიტებთან ბრძოლის კონტექსტში, სანქციებს მაინც ვერ აცდებოდნენ.
ხოდა თან ჩაქოცილ, არალეგიტიმურების საინფორმაციო გაგრძელება რომ ხარ და თან გიკვირს, რას გვერჩიანო?!
” – წერს პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში.
“ორი ქოცარხის სანქცირების ამბავზე ყველამ ყველაფერი იცის, ამიტომ ძალიან მოკლედ მინდა ერთ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება” – პეტრე ცისკარიშვილი
პარალელი