განახლდა
დღეს: 62 სიახლე
Radio Tavisupleba

„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირების მეორე დღეს რეესტრში მათი „მხარდამჭერი“ კომპანიები დარეგისტრირდა

საქართველოს საჯარო რეესტრმა ორი პროსახელისუფლებო არხის სანქცირების მეორე დღეს ამავე ტელეკომპანიის მხარდამჭერი კომპანიები დაარეგისტრირა. განაცხადი რეესტრში დღეს, 25 თებერვალს, შევიდა და დასტური დღესვე მიიღეს.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Radio Tavisupleba

„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირების გამო ბრიტანეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელიან

პროსახელისუფლებო „იმედისა“ და PosTV-ის სანქცირების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩისგან განმარტებების მოსმენას ელიან. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2-ის" ეთერში თქვა.

Radio Tavisupleba

მიხეილ ყაველაშვილისთვის ღიმილისმომგვრელია „იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირების მიზეზი

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ღიმილისმომგვრელია დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიის „იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირება. მან პირველი არხის გადაცემა „აქტუალურ თემასთან“ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ეს არის „გაგრძელება“.

News.ge

საჯარო რეესტრში დღეს, დაჩქარებული წესით, დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები: იმედის მხარდამჭერები“ და „პოსტივის მხარდამჭერები“

საჯარო რეესტრში დღეს, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების მეორე დღეს, ახალი შპს-ები: „იმედის მხარდამჭერები“ და „პოსტივის მხარდამჭერები“. „შპს იმედის მხარდამჭერების“ ერთპიროვნული დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი „იმედის“ სოცმედიის მენეჯერი ნიკა კლდიაშვილია, ხოლო „შპს…

News.ge

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან

იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამიას განცხადებით, აღნიშნული სანქცირებული ტელეკომპანიების ტრანსლაცია საერთაშორისო – თანამგზავრული თუ ინტერნეტ – პლატფორმების მეშვეობით…

News.ge

ყაველაშვილი “იმედისა” და PosTV-ის დასანქცირებაზე: ღიმილისმომგვრელია

ღიმილისმომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს , – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა” და „POSTV”-ის დასანქცირებას გადაცემაში „აქტუალური თემა” ყაველაშვილის მტკიცებით…

Radio Tavisupleba

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა. მას კომენტარი არც შესვლამდე არ გაუკეთებია. ელჩი საგარეო უწყებაში დაბარებული იყო პროსახელისუფლებო ტელეარხების, „იმედისა“ და PosTV-ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირების გამო განმარტებებისთვის. "ჩვენ მოვითხოვთ…

News.ge

მედია: ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ “ლიბერთი ბანკი” სანქცირების რისკის გამო არ გაუყიდია

„ლიბერთი ბანკის“ უკვე ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ „ლიბერთი ბანკი“ სანქცირების რისკის გამო არ გაუყიდია. ამის შესახებ ბიზნესმენმა bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში ინვესტირებას გააგრძელებს. “ჩვენ…

პარალელი

“ორი ქოცარხის სანქცირების ამბავზე ყველამ ყველაფერი იცის, ამიტომ ძალიან მოკლედ მინდა ერთ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება” – პეტრე ცისკარიშვილი

სააგენტო "პარალელი" “ორი ქოცარხის სანქცირების ამბავზე ყველამ ყველაფერი იცის, ამიტომ ძალიან მოკლედ მინდა ერთ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება” – პეტრე ცისკარიშვილი “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირების გამო, დიდი ბრიტანეთის მიმართ, “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან გამოთქმულ მწვავე კრიტიკას…

News.ge

ნათია თურნავა “იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე – კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად

კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათიამ თურნავამ განაცხადა, „იმედის“ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოს…

News.ge

“ჩვენი პარტიის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ იმედისა და პოსTV-ის თანამშრომლებს”

პარტია “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” გაერთიანებული სამეფოს მიერ პროპაგანდისტული TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებას ეხმაურება. პარტიის განცხადებით, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს “დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული ელჩების” თავხედურ თავდასხმებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და ჟურნალისტებზე…

Netgazeti

ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს და უშუალოდ რეჟიმის ხელშემწყობები დაასანქციროს – TI-UK

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – დიდი ბრიტანეთი“ (Transparency International UK) მიესალმება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეარხების — „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯების დასაწყისი და არა ამ პროცესის დასასრული. „საერთაშორისო…

Netgazeti

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების გამო. „ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა…