სააგენტო "პარალელი"
“ძაღლების ამბავზე დამუნჯებული ვარ. ჯერჯერობით იმიტომ არ მემართება ისტერიკა, რომ უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა და ასე ამოხოცეს ძაღლები” – ნინო ჯანგირაშვილი
უმძიმესი ინფორმაციების გავრცელებამ არა მარტო მიუსაფარ, ასევე, მიკედლებულ ძაღლებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია. შექმნილ მდგომარეობას ემოციური პოზიცია-შეფასებებით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ძაღლების ამბავზე დამუნჯებული ვარ. ჯერჯერობით იმიტომ არ მემართება ისტერიკა, რომ უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა და ასე ამოხოცეს ძაღლები.
ვერ ვიჯერებ, იმდენად არაადამიანობაა, რომ ქოცებიც კი ვერ წარმომიდგენია ამას აკეთებდნენ.
გამოენძრიეთ დროზე და თქვით რა ხდება, თორემ მართლა შევიშლებით ჭკუიდან ათასობით ადამიანი და აღარ ვაგებთ პასუხს საკუთარ თავზე!
შეასიეს ტროლები ყველა ინფორმაციას რაც ძაღლებზე ვრცელდება. იიი, წაიყვანეთ სახლებში თუ ასე გიყვართ და ეგეთი კომენტარებით.
თქვენი დამპალი დედა ვატირე, რაც მე ცხოველებზე ფული მაქვს დახარჯული, ორ სახლს ვიყიდდი იმ ფულით. კიდევ რამდენი წავიყვანო და შევიფრო? რამდენს უნდა ვაჭამოთ ჩვენ ყოველდღე?
ხალხი ბოლო ლუკმას უყოფს უპატრონო ძაღლებს, იმიტომ რომ ხელისუფლებაა უვარგისი, კორუმპირებული და მათხოვარი და არცერთი პრობლემის მოგვარება არ შეუძლია ადამიანურად.
თქვე დამპალო ნაძირლებო! სადაც ვინ შემეფეთებით ამ რიტორიკით, ყველას გაგინებთ! გაათრიეთ და გააჩუმეთ თქვენი ტროლ–ბოტები ქოცებო თორემ ისეთი გადამწარებულები ვართ, ცუდ რამეს მოიწევთ“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
“ძაღლების ამბავზე დამუნჯებული ვარ. ჯერჯერობით იმიტომ არ მემართება ისტერიკა, რომ უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა და ასე ამოხოცეს ძაღლები” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი