knews.ge
გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის საქართველო ლიდერობს
2025 წელს გერმანიიდან დეპორტისთვის ყველაზე მეტი ნებართვა საქართველოს მოქალაქეებზე გაიცა.
როგორც DW საინფორმაციო სააგენტო dpa-ზე დაყრდნობით წერს, ჯამში დეპორტის ბრძანება გასულ წელს საქართველოს 671 მოქალაქეზე გაიცა, შემდეგ მოდის ალბანეთი 661 შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი 618 დეპორტაციით.
როგორც გამოცემა წერს, ჯამში გერმანიამ შარშან 8 232 პირის მიმართ გამოსცა დეპორტის ბრძანება. ეს წლიურ ჭრილში მცირედი კლებაა, რადგან 2024 წელს გერმანიიდან 9277 უცხოელი იქნა დეპორტირებული.
გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ფულად გზავნილებში. 2025 წელს გერმანიიდან გზავნილები 319 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მას მხოლოდ იტალია უსწრებს.
The post გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის საქართველო ლიდერობს appeared first on knews.ge.