გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 12 Mar 2026, 12:00

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმის დარღვევით მყოფი დაახლოებით 60 ადამიანი იძულებით დააბრუნეს საქართველოში. დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციული წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში განხორციელდა. “ოცნების” ხელისუფლება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს აცნობებს, რომ საქართველოში დაბრუნება უსაფრთხოა და მოქალაქეებს სრულად აქვთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები, რაც დეპორტაციის […] The post გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს appeared first on ODISHINEWS.

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმის დარღვევით მყოფი დაახლოებით 60 ადამიანი იძულებით დააბრუნეს საქართველოში.

დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციული წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში განხორციელდა. “ოცნების” ხელისუფლება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს აცნობებს, რომ საქართველოში დაბრუნება უსაფრთხოა და მოქალაქეებს სრულად აქვთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები, რაც დეპორტაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება.

გერმანიიდან დადეპორტებულები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათით არცერთხელ არ დაინტერესებულა. ისინი გულისწყვეტას გამოხატავენ იმის გამო, რომ გერმანიიდან წამოსვლა მოუწიათ.

ძალიან კარგი ქვეყანა იყო, მაგრამ რომ დაგვადეპორტეს – ძალიან ცუდია, – ამბობს მოქალაქე.

The post გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური