განახლდა
დღეს: 1163 სიახლე

“მოსკოვი-სიმფეროპოლის სამგზავრო ავტობუსზე უკრაინული დრონით თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა” – რუსული მედია

რუსული მედიის თანახმად, მოსკოვი-სიმფეროპოლის სამგზავრო ავტობუსზე უკრაინული დრონით თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ავტობუსი დონეცკის რეგიონის ქალაქ ენაკიევოში გადაადგილდებოდა. რუსული მედიის თანახმად, თავდასხმის შემდეგ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული…

იხილე სრულად: metronome.ge ↗
Metronome

ნიკოპოლში, ავტობუსზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში, რუსული ძალების მიერ სამგზავრო ავტობუსზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და თორმეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამი ადამიანი…

რუსეთმა უკრაინაში სამგზავრო ავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანი

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში სამგზავრო ავტობუსზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. „ნიკოპოლის რაიონში სამარშრუტო სამგზავრო ავტობუსზე მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე შვიდი დაშავდა. რუსულმა…

ბელგოროდის ოლქში დრონით ავტობუსზე იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა

რუსეთის ქალაქ შებეკინოში უპილოტო საფრენი აპარატით სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე შუვაევის ცნობით, ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების შედეგად…

Radio Tavisupleba

უკრაინის არმია უარყოფს რუსეთის ბრალდებას ბავშვებიან ავტობუსზე უკრაინის დრონით თავდასხმის შესახებ

უკრაინის სამხედროებმა 17 ივნისს განაცხადეს, რომ რუსეთის ბრალდებები ბრიანსკის ოლქში დრონით თავდასხმის შესახებ ავტობუსზე, რომელსაც ბავშვთა საფეხბურთო გუნდი გადაჰყავდა, „ყალბია“.

Netgazeti

რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანი

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში სამარშრუტო სამგზავრო ავტობუსზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამ ინფორმაციის წყაროა ოლექსანდრ განჟა, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. „ნიკოპოლის რაიონში სამარშრუტო სამგზავრო…

Timer

მოსკოვის მერი: რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა

მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა. „საღამოდან დილის 6 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი მოფრინავდა, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან…

Batumelebi

რუსეთმა დრონით შეუტია დნიპროს რკინიგზის სადგურს -13 ადამიანი დაიღუპა

29 ოქტომბერს რუსეთი დრონით დაესხა თავს უკრაინაში, ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმას, სადაც სამგზავრო მატარებელი იდგა. პირველადი ცნობებით, ცამეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა რკინიგზის სადგურს რეაქტიული დრონით შეუტიეს. ადგილზე…

ხერსონში რუსულმა დრონმა სამგზავრო ავტობუსს დაარტყა

რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონში სამგზავრო ავტობუსზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, იერიში იმ დროს განხორციელდა, როდესაც ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

რუსულმა ძალებმა დნიპროში სამგზავრო მატარებელს დაარტყეს — დაიღუპა 13 ადამიანი

უკრაინის ქალაქ დნიპროში სამგზავრო მატარებელზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 5 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეაქტიული დრონით დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმასთან ახლოს მყოფ სამგზავრო მატარებელს, რომელიც დნიპრო–ზაპოროჟიეს მიმართულებით…

რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და კიევის ოლქში სამგზავრო მატარებლები დაბომბეს

უკრაინული მედიისა და ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამგზავრო მატარებლებზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. თავდასხმა განხორციელდა ხარკოვში, სადაც სამგზავრო მატარებელზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა მგზავრი მძიმედ დაშავდა. პარალელურად, ოკუპანტებმა…

Metronome

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში დრონებით იერიშების შემდეგ აფეთქებები მოხდა

ოკუპირებულ ყირიმში დრონებით იერიშების შემდეგ აფეთქებები მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა სევასტოპოლის, სიმფეროპოლისა და საკის მახლობლად ისმოდა. ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, აფეთქება მოხდა ბალაკლავას თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც…

GHN

რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე 600-ზე მეტი დრონით თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე 600-ზე მეტი დრონით თავდასხმა განხორციელდა