სიახლე
რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და კიევის ოლქში სამგზავრო მატარებლები დაბომბეს
მედიაცენტრი
უკრაინული მედიისა და ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამგზავრო მატარებლებზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. თავდასხმა განხორციელდა ხარკოვში, სადაც სამგზავრო მატარებელზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა მგზავრი მძიმედ დაშავდა. პარალელურად, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქში მიმავალ სამგზავრო მატარებელზეც. გავრცელებული ცნობების თანახმად, სარაკეტო დარტყმის შედეგად მატარებელი სრულად განადგურდა, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. The post რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და კიევის ოლქში სამგზავრო მატარებლები დაბომბეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.