კალაძემ აუდიტს მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციაში ხარვეზებზე მოკვლევა დაავალა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ აუდიტის სამსახურსა და თავის მოადგილეებს მეტროსადგურ „ავლაბარში“ არსებული მდგომარეობის მოკვლევა დაავალა. კალაძის თქმით, უამინდობის დროს რეაბილიტირებულ მეტროსადგურში წყალი ჩამოდიოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 4,2 მლნ ლარი შეადგინა. ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამარტივებული გზით კომპანია “ბადა ქონსთრაქშენმა” შეასრულა. „უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა იმ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგური „ავლაბარი“, რომლის კადრებიც საზოგადოებამ იხილა. ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურში, როგორც გარეთ. წყალი ჩამოდიოდა და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს, უხერხულობას და პრობლემას წარმოადგენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.… The post კალაძემ აუდიტს მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციაში ხარვეზებზე მოკვლევა დაავალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →