კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ჩართულ თანამშრომლებსა და კომპანიებს მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ უწყების თანამშრომლებსა და შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის შესრულებულია დაპირება, რომელიც შეეხებოდა 15 სექტებრისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის გახსნასა და სატრანსპორტო გადაადგილების აღდგენას. „რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ გამზირის მოწესრიგება და განახლება. ბევრჯერ გვითქვამს, რომ პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართულია სამუშაოებში. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს… The post კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ჩართულ თანამშრომლებსა და კომპანიებს მადლობა გადაუხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →