POSTV სამართავად კასპის მერის ექს მოადგილეს გადასცეს — Cnoba

News.ge სიახლე 24 Feb 2026, 17:50

POSTV სამართავად კასპის მერის ექს მოადგილეს გადასცეს, – ამის შესახებ “ქართლის ამბები“ იუწყება. გამოცემის ცნობით, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძე-მ POS TV-ის სანქცირებამდე ერთი თვით ადრე, წილი სამართავად გადასცა ზაზა მარიდაშვილს, რომელიც 2017-2022 წლებში კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოადგილედ მუშაობდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, იგი პროსახელისუფლებო არხის POS TV-ის 52%-იანი წილის მმართველი 2026 წლის იანვრიდან გახდა. დღეს კი ბრიტანეთმა ეს […]

POSTV სამართავად კასპის მერის ექს მოადგილეს გადასცეს,  – ამის შესახებ “ქართლის ამბები“ იუწყება. გამოცემის ცნობით, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძე-მ POS TV-ის სანქცირებამდე ერთი თვით ადრე, წილი სამართავად გადასცა ზაზა მარიდაშვილს, რომელიც  2017-2022 წლებში კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოადგილედ მუშაობდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, იგი პროსახელისუფლებო არხის POS TV-ის 52%-იანი წილის მმართველი 2026 წლის იანვრიდან გახდა.

დღეს კი ბრიტანეთმა ეს არხი, ტელეიმედი-სთან ერთად, დაასანქცირა.
ზაზა მარიდაშვილი მერიაში ეკონომიკურ სფეროს კურირებდა. სხვადასხვა კომპანიების მხრიდან ათეულობით საჩივარი იწერებოდა, სადაც საუბარი იყო ტენდერებში შესაძლო კორუფციულ ნიშნებზე და კონკრეტულ კომპანიებზე მორგებულ პირობებზე.

გამოცემა “ქართლის ამბები“ 2017 წელს წერდა, რომ მაგალითად, ქვემო ჭალასა და გომში სასმელი წყლის სისტემები რეაბილიტაციიდან მალევე გამოვიდა მწყობრიდან.  მათი აღდგენა მერიის აიპის – ,,სოფლის წყალს” მოუწია. ზაზა მარიდაშვილი გვპასუხობდა, რომ ,,არაუშავს, ხდება ხოლმე”.  2018 წელს კი კასპის მერიის სატენდერო კომისიას 5-მა კომპანიამ უჩივლა. საჩივრებში კომპანიების წარმომადგენლები წერდნენ, რომ  ტენდერები ,,ვიღაცაზე იყო მორგებული” და კორუფციულ ნიშნებს შეიცავდა. ზაზა მარიდაშვილი გვპასუხობდა, რომ კასპის მერია ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა.


რელევანტური