სიახლე

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

TV4

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი. […] The post ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა appeared first on TV 4.

პირველწყარო →

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი. დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

The post ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა appeared first on TV 4.


მსგავსი