სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს — Cnoba
სლოვაკეთი 23 თებერვლიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. “შევასრულე ის, რაც შაბათს გამოვაცხადე, რომ თუ ორშაბათამდე ნავთობის მიწოდება არ განახლდებოდა, სახელმწიფო კომპანია SEPS-ს ვთხოვდი, უკრაინისთვის ელექტროენერგიის საგანგებო რეჟიმში მიწოდება შეეჩერებინა. დღეიდან ამოქმედდა წესი: თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს დახმარებისთვის მიმართავს უკრაინის ელექტროქსელის სტაბილიზაციაში, ის ასეთ დახმარებას ვერ მიიღებს. ეს არის პირველი საპასუხო ნაბიჯი, რომლის გადადგმის უფლებაც სლოვაკეთის მთავრობას აქვს საერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების დარღვევის გარეშე. თუ უკრაინული მხარე კვლავაც ზიანს მიაყენებს სლოვაკეთის ინტერესებს სტრატეგიული ნედლეულის მომარაგების სფეროში, სლოვაკეთის მთავრობა ასევე გადახედავს თავის… The post სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.