სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს — Cnoba
სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს. ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ავრცელებს. „შევასრულე ის, რაც შაბათს გამოვაცხადე, რომ თუ ორშაბათამდე ნავთობის მიწოდება არ განახლდებოდა, სახელმწიფო კომპანია SEPS-ს (სლოვაკეთის ელექტროქსელის სისტემის ოპერატორი) ვთხოვდი, უკრაინისთვის ელექტროენერგიის საგანგებო რეჟიმში მიწოდება შეეჩერებინა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ. მისი თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით არ განაახლებს, მაშინ „სლოვაკეთი უკრაინას ენერგოსისტემის სტაბილიზაციაში არ დაეხმარება“. „სლოვაკეთს უფლება აქვს ნავთობი მიიღოს. ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმის უფლებას ვიტოვებთ“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა. The post სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.