სიახლე

“ისე მოკვდა ნაპოლეონი, ეს წოდება ვერ ეღირსა”- შალვა ნათელაშვილი

GuriaNews

„ისე მოკვდა ნაპოლეონი, ეს წოდება ვერ ეღირსა. გიხაროდენ, ხალხო“, – წერს სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. ირაკლი კობახიძის 20 აპრილის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიენიჭა. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 […] The post “ისე მოკვდა ნაპოლეონი, ეს წოდება ვერ ეღირსა”- შალვა ნათელაშვილი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„ისე მოკვდა ნაპოლეონი, ეს წოდება ვერ ეღირსა. გიხაროდენ, ხალხო“, – წერს სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

ირაკლი კობახიძის 20 აპრილის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიენიჭა. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში.

2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის” წოდება მიენიჭა. 23 ოქტომბერს – „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება; 25 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“; 26 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“; 9 მარტს – „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის“ 8 აპრილს – „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“.

წყარო: პუბლიკა

The post “ისე მოკვდა ნაპოლეონი, ეს წოდება ვერ ეღირსა”- შალვა ნათელაშვილი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი