
უნგრეთის შიდა პოლიტიკის ამბავია, მაგრამ ისეთი რამაა ცალკე აუცილებლად უნდა იდოს:
მადიარი (მიკროფონთან ოდნავ დახრილი):
თქვენ ისე ხშირად საუბრობთ ოჯახების დაცვაზე, რომ კითხვა მაქვს: კონკრეტულად რომელ ოჯახებს იცავთ? იმათი, ვინც მინიმალური ხელფასით ცხოვრობს და ექიმთან ჩაწერას ვერ ეღირსა, თუ იმ 10-15 ოჯახის, რომლებიც თქვენი მთავრობის წყალობით გასულ წლებში მილიარდერები გახდნენ? შეგიძლიათ, ქრისტიანული და კათოლიციზმის ღირებულებებით რამდენიც გნებავთ, იმდენი იმოსებოდეთ, მაგრამ უნგრულ ენაში ასეთი საქციელისთვის არსებობს ძალიან ზუსტი სიტყვა — ფარისევლობა. გთხოვთ, როცა შემდეგ ჯერზე მორალზე ლექციის წაკითხვას დააპირებთ, ჩაიხედეთ სახელმწიფო სახსრების გამოყენების ანგარიშში. იქ გაცილებით მეტი “ქრისტიანული მოწყალებაა”, ვიდრე თქვენს გამოსვლებში.”