ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფართან — Cnoba

Timer სიახლე 02 Apr 2026, 13:37

თბილისში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფართან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები არიან შეკრებილი, რომლებიც თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. ადგილზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ თავშესაფარში ძაღლების უმრავლესობას ვეტერინარული დახმარება ესაჭიროება. გარდა ამისა, მოქალაქეების თქმით, თავშესაფარში ანტისანიტარიაა და მიუსაფარ ძაღლებზე შესაბამისად არ ზრუნავენ. ამ დროისთვის, თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან რამდენიმე უფლებადამცველია შესული. ამასთან, მათ მიეცათ ვოლიერების დათვალიერების უფლება. Source

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური