დღეიდან სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის შემოწმება იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები დღეიდან საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ. ხმაურის შემოწმება მოხდება უწყების მიერ შეძენილი, საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებული ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტით. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს… The post დღეიდან სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის შემოწმება იწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - …
პირველწყარო →