23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა.
ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერთა ხსოვნას.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა. 17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ.
22-23 წლის იუნკრებს სამხედრო სკოლის ეზოში საქართველოს ჰიმნის ფონზე შეხვდნენ, ხალხი მათ ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა.
1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი დაიჭრა და დაიღუპა. იუნკრებთან ერთად დაიღუპა მოხალისე მოწყალების და მარო მაყაშვილი. ის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.
The post 23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა appeared first on ODISHINEWS.