ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია 21 წლის კაცი — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
23 Feb 2026, 06:27
დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს. ლიკვიდირებულია 21 წლის მამაკაცი. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ის, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. შემთხვევის დროს დონალდ ტრამპი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ბენზინით სავსე ჭურჭელი. ინციდენტის შედეგად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან. მიმდინარეობს გამოძიება. The post ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია 21 წლის კაცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.