შეჭრის მცდელობა დონალდ ტრამპიის ფლორიდის რეზიდენციაში – 21 წლის მამაკაცი ლიკვიდირებულია.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. შემთხვევის დროს ტრამპი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ბენზინით სავსე ჭურჭელი. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.