ტურნირის დაწყებამდე სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო გოგობერიშვილის სპორტული კარიერის ამსახველი ვიდეო და ფოტოარქივი. მემორიალის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, სპორტსმენები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ტურნირი რუსთავის მერიისა და რუსთავის ორგანიზებით იმართება. პირველ შეხვედრაში „რუსთავმა“ „ვსა“ ანგარიშით 92:75 დაამარცხა. ტურნირი 26 თებერვალს დასრულდება, გამარჯვებული გუნდი კი სპეციალურად მემორიალისთვის შექმნილი გარდამავალი პრიზით დაჯილდოვდება.