სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შეხვდა რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, სადაც განხილეს სპორტის განვითარების სტრატეგია.
წელს დაიწყება:
- 8000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა
- უნივერსალური სპორტული ქალაქის შექმნა
რუსთავის სპორტის სასახლე უკვე მომსახურობს 1800 სპორტსმენს, ხოლო 5200-ზე მეტი მოზარდი და ახალგაზრდა მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. ქალაქში აღზრდილია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორები.
ახალი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტ რუსთაველს მისცემს შესაძლებლობას, დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ისარგებლოს თანამედროვე სპორტული სერვისებით.