შტატებმა, შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 28 Mar 2026, 06:26

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს. „ეს ჯერ არ მომხდარა. ჯერ არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ შესაძლებელია. მინდა ნათლად განვაცხადო, თუ შეერთებულ შტატებს სამხედრო საჭიროება ექნება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მისიის შესრულება, ჩვენ ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებით“, – აღნიშნა რუბიომ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს. The post შტატებმა, შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური