“ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს”- ზელენსკი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 03 Mar 2026, 16:28

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს. „ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა კვლავ მოხდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი კვლავ მარტის დასაწყისშია დაგეგმილი. „სამმხრივი შეხვედრის გადადება არ მომხდარა, ირანზე შეტევის მიუხედავადაც კი, ამიტომ, მჯერა, რომ იგი გეგმის მიხედვით, შესაძლოა, 5 ან 6 მარტს გაიმართოს. შესაძლოა, აბუ-დაბიში აღარ ჩატარდეს. მე უპირატესობას ჟენევას ვანიჭებ, რადგან ომი ჩვენს კონტინენტზეა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. The post “ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური