ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ — Cnoba

Knews სიახლე 27 Mar 2026, 07:40

knews.ge ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ „საქართველოს მელიორაცია“, სარწყავი წყლის მიწოდების პროცესის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ფერმერებს მოუწოდებს, მორწყვის განრიგი წინასწარ შეათანხმონ და მონიშნონ სასურველი პერიოდი. ამის The post ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ appeared first on knews.ge.

knews.ge
ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ

„საქართველოს მელიორაცია“, სარწყავი წყლის მიწოდების პროცესის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ფერმერებს მოუწოდებს, მორწყვის განრიგი წინასწარ შეათანხმონ და მონიშნონ სასურველი პერიოდი. ამის საფუძველზე განისაზღვრება მორწყვის 4-პერიოდიანი ციკლი.

„ოთხჯერადი მორწყვა არ გულისხმობს მხოლოდ ოთხჯერ წყლის მიწოდებას. თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გრაფიკის შეთანხმება ფინანსურ
ვალდებულებას არ წარმოშობს მისი გაფორმებისთანავე. ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა ეკისრება შპს „საქართველოს მელიორაციას“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სარწყავი წყლის მიწოდება ფერმერებისთვის სასურველ დროსა და ადგილზე“, – განაცხადა “საქართველოს მელიორაციის” დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.

ფერმერებს შეუძლიათ საკითხის დასაზუსტებლად მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებსა და ოფისებს, ან დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს, სადაც ადგილზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სარწყავი წყლის განრიგზე, ტარიფებზე და სახელმწიფო სუბსიდირების პირობებზე.

The post ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ appeared first on knews.ge.


რელევანტური