როგორ დაუსუბსიდირდება ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება — Cnoba

Knews სიახლე 11 Mar 2026, 08:16

knews.ge როგორ დაუსუბსიდირდება ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მთავრობამ საირიგაციო წყლის მიწოდების სუბსიდირების სქემა დაამტკიცა. სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფებით 1 მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, The post როგორ დაუსუბსიდირდება ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება appeared first on knews.ge.

knews.ge
როგორ დაუსუბსიდირდება ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება

მთავრობამ საირიგაციო წყლის მიწოდების სუბსიდირების სქემა დაამტკიცა. სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფებით 1 მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.

სემეკის დადგენილებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების 1 მორწყვა 116.5 ლარი იქნება (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1 ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.

დადგენილების მიხედვით, წყლის მიწოდება შემდეგი სახით დასუბსიდირდება:

გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლისთვის 2026 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურების საფასურის (ვინაიდან ერთი მორწყვის ოპერაციისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური 1 ჰექტარზე ერთწლოვანი კულტურისთვის შეადგენს 116 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო მრავალწლოვანი კულტურისთვის – 102 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება წყალსარგებლობის განრიგით შეთანხმებული, მაგრამ არაუმეტეს 3 მორწყვისა. ამასთან, პირველი მორწყვის საფასურს თავად ფერმერი გადაიხდის. ასევე თუ მაგალითად 5 მორწყვა სჭირდება, მოუწევს როგორც პირველი ასევე მეხუთე მორწყვის საფასურის დაფარვა.

გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებელი გაწეული მომსახურებისთვის გადაიხდის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხულ წყლის საცალო მიწოდების საფასურს – ერთწლოვანი კულტურისთვის წელიწადში – 116 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურისთვის წელიწადში – 102 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე;

მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, დადგენილი საფასურის გადაჭარბების შემთხვევაში, მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება სუბსიდიის ზედა ზღვრის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს არაუმეტეს:

ა) ერთწლოვანი კულტურისთვის – 349.6 ლარს 1 ჰექტარზე;

ბ) მრავალწლოვანი კულტურისთვის – 306 ლარს 1 ჰექტარზე.

პროფილური მომხმარებლებისთვის (გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა) საქართველოს მელიორაციის მიერ 2027 წელს გაწეული წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი სახით:

გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება წყალსარგებლობის განრიგით შეთანხმებული, ფაქტობრივად განხორციელებული მორწყვის ოპერაციებისთვის, მაგრამ არაუმეტეს ორი მორწყვის ოპერაციისა.

გამრიცხველიანებული პროფილური წყალმომხმარებელი გადაიხდის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხულ წყლის საცალო მიწოდების საფასურს – ერთწლოვანი კულტურისთვის წელიწადში – 233 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურისთვის წელიწადში
– 204 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე;

მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადაჭარბების შემთხვევაში, მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება სუბსიდიის ზედა ზღვრის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს წელიწადში არაუმეტეს:

ერთწლოვანი კულტურისთვის – 233 ლარს 1 ჰექტარზე;
მრავალწლოვაწი კულტურისთვის – 204 ლარს 1 ჰექტარზე
არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის (0.0826 ლარი/მ (დღგ-ის ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი სახით:

2026 წელს არაპროფილური წყალმომხმარებელი (სატბორე მეურნეობა) გადაიხდის 2026 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილი დაექვემდებარება სუბსიდირებას.

2027 წელს არაპროფილური წყალმომხმარებელი (სატბორე მეურნეობა) გადაიხდის 2027 წელს გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის გათვალისწინებით წელიწადში გადასახდელი თანხის 25%-ს, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილი დაექვემდებარება სუბსიდირებას.

მელიორაციის ახალი ტარიფები აპრილიდან შევა ძალაში. გასული წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები დაადგინა. ტარიფების სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

The post როგორ დაუსუბსიდირდება ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება appeared first on knews.ge.


რელევანტური