ბოლნისის მერი მუსლიმ თემს რამადან და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 24 Mar 2026, 06:59

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, შესაძლოა მოგვიანებით, თუმცა მთელი გულით ვულოცავ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულებს. ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია ის თანაგრძნობა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რაც მუსლიმმა თემმა ჩვენი ერის სულიერი წინამძღვრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოავლინა. მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ. ბოლნისი მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია და მრავალი წელია, ერთად ვაშენებთ...

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, შესაძლოა მოგვიანებით, თუმცა მთელი გულით ვულოცავ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულებს.

ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია ის თანაგრძნობა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რაც მუსლიმმა თემმა ჩვენი ერის სულიერი წინამძღვრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოავლინა. მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ.

ბოლნისი მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია და მრავალი წელია, ერთად ვაშენებთ და ვქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. მუსლიმი თემის ეს ღირსეული ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ძმობას მტკიცე საფუძველი აქვს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მუსლიმ თემს დღესასწაულებს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას,“ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ.


რელევანტური