ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული დმანისის მერის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენას დაესწრო — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 24 Feb 2026, 08:21

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაწეული საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენას დაესწრო. მერმა დეტალურად მიმოიხილა 2021–2025 წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები და ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებმაც ადგილობრივი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შეხვედრის განმავლობაში განიხილეს სამომავლო პრიორიტეტებიც. ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაწეული საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

მერმა დეტალურად მიმოიხილა 2021–2025 წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები და ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებმაც ადგილობრივი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შეხვედრის განმავლობაში განიხილეს სამომავლო პრიორიტეტებიც.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დელეგატი დავით შერაზადაშვილი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.


რელევანტური