ცხოველთა მონიტორინტის სააგენტო ცხოველების მიმკედლებლებს პრეპარატ „სიმპარიკას“ უსასყიდლოდ გადასცემს — Cnoba
ცხოველთა მონიტორინტის სააგენტო ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ განცხადება ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ 24 მარტიდან შესაძლებლობა გეძლევათ, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და უსასყიდლოდ მიიღოთ ვეტერინარული პრეპარატი „სიმპარიკა“ (10-20 კგ. ძაღლებისათვის). აღნიშნული წამალი სააგენტოს კერძო კომპანია „მეგავეტმა“, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უსასყიდლოდ გადასცა. მოქალაქეებისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული პრეპარატის 3600 ერთეული გაიცემა. მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე: ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის 45ა (ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი) დ. გურამიშვილის ჩიხი N5 (სააგენტოს ცენტრალური ოფისი) პრეპარატის მისაღებად სავალდებულოა, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ძაღლის (ძაღლების) სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც თქვენ დაფიქსირებული… The post ცხოველთა მონიტორინტის სააგენტო ცხოველების მიმკედლებლებს პრეპარატ „სიმპარიკას“ უსასყ…