ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილს ყელის და სახის არეში დაზიანებები მიაყენა – დაწყებულია გამოძიება — Cnoba

elNews სიახლე 22 Feb 2026, 13:17

22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. აღნიშნული ქალბატონი ახალშობილთან ერთად დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოთავსებულია … ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილს ყელის და სახის არეში დაზიანებები მიაყენა – დაწყებულია გამოძიება Read More » The post ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილს ყელის და სახის არეში დაზიანებები მიაყენა – დაწყებულია გამოძიება appeared first on elNews.ge.

22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

აღნიშნული ქალბატონი ახალშობილთან ერთად დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით.

The post ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილს ყელის და სახის არეში დაზიანებები მიაყენა – დაწყებულია გამოძიება appeared first on elNews.ge.


რელევანტური