“უმძიმესი პაციენტია, სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი ასეთი მსოფლიოში” — Cnoba

GuriaNews სიახლე 23 Feb 2026, 08:36

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბათუმის სამშობიაროში დედამ სახისა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა, უმძიმესია. როგორც მთავარს “მედინას” კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა, ახალშობილს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება. “კონსილიუმი შედგა წამყვან ექიმებთან ერთად. დღეს ჩამოდის ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი, მეორე ოპერაციას გააკეთებს. დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მაგრამ სიტუაცია უმძიმესია. მძიმე ტრავმით სასიცოცხლო ორგანოებზე, თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე, ქვედა ყბაზე. […] The post “უმძიმესი პაციენტია, სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი ასეთი მსოფლიოში” appeared first on გურია ნიუსი.

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბათუმის სამშობიაროში დედამ სახისა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა, უმძიმესია. როგორც მთავარს “მედინას” კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა, ახალშობილს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება.

 “კონსილიუმი შედგა წამყვან ექიმებთან ერთად. დღეს ჩამოდის ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი, მეორე ოპერაციას გააკეთებს. დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მაგრამ სიტუაცია უმძიმესია. მძიმე ტრავმით სასიცოცხლო ორგანოებზე, თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე, ქვედა ყბაზე. არის ინფექციაც, რადგან როგორც მოგეხსენებათ საპირფარეშოში იმშობიარა. უმძიმესი პაციენტია, სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი ასეთი მსოფლიოში, მაგრამ _ ამბობს ექიმი.
 ქალის მდგომარეობას ექიმი ამ ეტაპზე სტაბილურად აფასებს და გართულებებს არ ელოდება.

გუშინ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა. სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის მოშორებას აპირებდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის ე” და”კ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

The post “უმძიმესი პაციენტია, სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი ასეთი მსოფლიოში” appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური