„არ შევეგუებით ოკუპაციას“- ამ ლოზუნგით, 25 თებერვალს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.
აქციის მონაწილეები, თავდაპირველად ვერის პარკთან შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს…“ – ეს დეპეშა მოსკოვში 1921 წლის 25 თებერვალს გაიგზავნა. იმ დღეს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ არ დაუკარგავს თავისუფლების წყურვილი. 100-ზე მეტი წელი გავიდა, თუმცა ის ბრძოლა, რომელიც იუნკერებმა კოჯორსა და ტაბახმელაში დაიწყეს, ჯერაც არ დასრულებულა. ოკუპაციის ხაზი დღესაც გადის ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ვალია, ეს ისტორიული წყვეტა გამარჯვებით დავასრულოთ.
ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები. ჩვენ ვართ 21-ის მემკვიდრეები.
25 თებერვალს, ვიკრიბებით, რათა:
პატივი მივაგოთ მათ, ვინც ბოლო ტყვიამდე დაიცვა დედაქალაქი;
ხმამაღლა ვთქვათ, რომ ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი წინააღმდეგობა – მარადიული;
ვაჩვენოთ, რომ მათი დაწყებული საქმე ჩვენს ხელშია და მას ბოლომდე მივიყვანთ“,- აღნიშნავენ ორგანიზატორები.
The post 25 თებერვალს აქცია ლოზუნგით: „არ შევეგუებით ოკუპაციას“ დაანონსდა appeared first on .