4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 01 Apr 2026, 11:24

4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა. კერძოდ, 4 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველები აქციას გამართავენ, ლოზუნგით: „არა მიუსაფრების გენოციდს, იყავი მიუსაფრების ხმა“. იმავე დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლოზუნგით- „არა მიუსაფარი ცხოველების გენოციდს“. ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული, აცრილი ცხოველები და შემდეგ პირვანდელ ადგილას აღარ აბრუნებს. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას. The post 4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური