რამაზანის ლოცვასთან ერთად, მუსლიმმა თემმა ილია მეორესთვისაც ილოცა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 21 Mar 2026, 17:49

რამაზანის ლოცვასთან ერთად, მუსლიმმა თემმა ილია მეორესთვისაც ილოცა. ისინო პანაშვიდსაც დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაცი სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ეს უბრალო ჟესტი არ არის, ეს არის ღრმა ადამიანურობის, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა. რელიგიის ნამდვილი არსი სწორედ აქ იკვეთება, არა გაყოფაში, არამედ ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაში, თანადგომასა და გულწრფელ ზრუნვაში. დღეს, როცა რამაზანის ბოლო დღე და ბოლო ლოცვა სრულდება. ეს კიდევ უფრო ძლიერ სიმბოლოდ იქცევა რწმენის, ერთიანობის და იმ სითბოს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, მიუხედავად განსხვავებებისა. ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ყველაზე მაღლა დგას სიყვარული და ადამიანობა,”- წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში. The post რამაზანის ლოცვასთან ერთად, მუსლიმმა თემმა ილია მეორესთვისაც ილოცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური