არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა:
,,კვირის მსახურება დაიწყება დილით 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად. […]
შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. […]
ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. […]
სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და [ტაძარში] შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით” –
The post მსოფლიო პატრიარქი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი appeared first on .